შეფასების სქემა ჩართულობისათვის

კრიტერიუმები

დაბალი

1-5

საშუალო

6-7

კარგი

8

საუკეთესო

9-10




დავალების

შესრულება

ვერ იაზრებს დავალებას, ვერ ახერხებს ჩამოაყალიბოს მიზანი,საუბრობს მდარედ მათემატიკური ტერმინების გარეშე, პასიურია, არ მონაწილეობს დისკუსიაში, მიზანი არ აქვს გაცნობიერებული, მასალა არ აქვს მომზადებული ან მწირია, ვერ ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, ვერ ახერხებს საკუთარი მოსაზრების დაცვას, კითხვებზე ვერ პასუხობს, ვერ ახერხებს წერილობით გადმოსცეს საკუთარი აზრი ან ინფორმაცია, წერს გაუაზრებლად.

ნაწილობრივ აღიქვამს დავალებას, ამოცანის შინაარსს, საუბრობს მათემატიკური ტერმინების გარეშე, გაკვეთილზე ნაწილობრივაა ჩართული, უჭირას ყურადღების კონცენტრირება, ნაწილობრივ ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინფორმაცია. ჯგუფის მუშაობაში ხანდხან შეაქვს წვლილი, მონაწილეობს დისკუსიასში, ახერხებს საკუთარი მოსაზრების გამყარებას მწირი ფაქტებითა და არგუმენტებით, დავალების მიზანი არასრულფასოვნად აქვს გაცნობიერებული, მომზადებული მასალა მწირია.

აღიქვამს ამოცანის შინაარსს, აყალიბებს მიზანს, საუბრობს მათემატიკური ტერმინების გამოყენებით, განსაზღვრავს და იყენებს საჭირო რესურსებს, ესმის ცნებების და ტერმინების არსი, გაკვეთილზე აქტიურია, მობილიზებული, იცავს ეთიკის ნორმებს, კარგად ახერხებს შეაჯამოს წაკითხული ინპორმაცია, ჯგუფის მუშაობაში შეაქვს წვლილი, მონაწილეობს დისკუსიაში, დასმულ კითხვებზე მიზნობრივი და შინაარსიანია, აანალიზებს მონაცემებს და აკეთებს შესაბამის დასკვნას.

ეფექტურად აყალიბებს მიზანს, საუბრობს მათემატიკური ტერმინების გამოყენებით, მსჯელობს კარგად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად, კარგად აქვს გააზრებული, დავალება, რომელსაც სისტემატიურად ასრულებს და ამდიდრებს დამატებითი ინფორმაციითა და მრავალფეროვნებით, კარგად ამყარებს კავშირს აუდიტორიასთან, თხრობა მკაფიო და ტანმიმდევრულია, მიზანი და თემა გამოკვეთილია, კითხვებზე პასუხობს დამაჯერებლად .